სასწავლო პროექტი


არტურ  ლაისტი, საქართველო  და  ილია

    „უაანგარობა  ჩემი  ხასიათის  მთავარი  ძარღვიაო,“  ამბობდა  გოეთე  თავის  თავზე. ის, კარგი  ევროპელი  კულტურტრეგერია  უპირველესი  რანგისა. იგი  უანგარო  ფუტკარია  თავისი  ერის  კულტურის  მატარებელი  და  მენერგე.  ასეთი „კარგი  ევროპელი“ გახლავთ  ბატონი  არტურ  ლაისტი.  ის  გერმანული  კულტურის  წარმომადგენელია, რომელიც  გოეთესებური  უანგარობით  მუშაობდა 40 წელი  ქართული  ლიტერატურისა  და  კულტურის   პოპულარიზების  საქმეში.
                                                     კ. გამსახურდია

მთავარი  იდეა/თემა:  პროექტის  მთავარი   იდეაა, ცნობილი  გერმანელი  მწერლის, საზოგადო  მოღვაწის, პუბლიცისტისა  და  მთარგმნელის  არტურ  ლაისტის  ქართული  კულტურით  დაინტერესება  და  მისი  საქართველოში  40 წლიანი  მოღვაწეობის  გაცნობა.

პროექტის   მნიშვნელობა/აქტუალობა: პროექტის  მომზადება  მოსწავლეთათვის  მნიშვნელოვანია  იმითი, რათა   მოსწავლეებმა სათანადოდ  გაიგონ  და  გაიაზრონ თუ  რაოდენ  ყურადსაღები, ღირებული და  დასაფასებელია  ჩვენი  ქვეყნის კულტურა, ისტორია, მისი გამოჩენილი  ადამიანები, რომელთა  მიღწევებით  მუდამ  ამაყობდა  ქართველი  ერი  და  რამაც  დიდი
გავლენა  მოახდინა  და   უდიდესი   ინტერესი   გამოიწვია  ამ   „კარგ  ევროპელზე“, არტურ  ლაისტზე.
თემა  ასევე    აქტუალურია  მოსწავლეებისათვის  სოციალური  და  კვლევა-ძიების  უნარ-ჩვევების  უკეთ  განვითარებისათვის.

პროექტის  მიზნები:   პროექტში გავალისწინებული აქტივობების მიხედვით მოსწავლეები მოიძიებენ, გაეცნობიან, გაიგებენ და გადმოსცემენ  ინფორმაციას  ცნობილი მწერლის, ქართველოლოგის ბიოგრაფიის,მისი პირადი ცხოვრების და საქარტველოში მოღვაწეობის შესახებ და წარმოადგენენ მას. გაიგებენ მწერლის დამსახურებას საქართველოს წინაშე.

მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 7დღე.

მოსალოდნელი შედეგები:
·       მოსწავლეები შეძლებენ ისტ-ის და მითითებული ლიტერატურის დახმარებით ინფორმაციის მოპოვებას.
·       გაეცნობიან იმ ქართველ საზოგადო მოღვაწეებს,რომლებმაც სათანადო დახმარება გაუწიეს მწერალს თავის საქმიანობაში.
·       მოიძიებენ მასალებს ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ.
·       ასევე მოიძიებენ და გაეცნობიან არტურ ლაისტის ნაშრომებსა და წიგნებს რომლებიც მწერალმა გამოსცა გერმანიაში და ამით ხელი შეუწყო ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას ევროპაში.
·       მოამზადებენ ელექტრონულ პრეზენტაციას არტურ ლაისტისა და ილიას ვიდეომასალით და ფოტო კოლაჟით.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: ბიბლიოთეკა, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.

პროექტის მსვლელობა:
I დღე-
·       მოსწავლეებს გავაცნობ თემას და სასწავლო მიზნებს.
·       გავყოფ კლასს სამ ჯგუფად და მოვუთხრობ   არტურ ლაისტის მოკლე ბიოგრაფიას.
·       გავაცნობ  ლაისტის წიგნის „ქართველი ხალხი“ მოკლე შინაარს მოტივაციისათვის.
II დღე-
·       ჯგუფებს ვუნაწილებ თავიანთ ფუნქციებს, მივუთითებ დამხმარე ლიტერატურას და ინტერნეტის ვებ-გვერდების მისამართს.
ჯგუფი 1: ა)მოიძიონ ინფორმაცია არტურ ლაისტის ბიოგრაფიისა და პირადი ცხოვრების შესახებ.
ბ)არტურ ლაისტისა და ილიას ფოტოკოლაჟის წარდგენა-ელექტრონული პრეზენტაცია.
ჯგუფი2:
ა) მოიძიონ ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის შემოქმედების და იმ საზოგადო მოღვაწეთა შესახებ, რომლებმაც დახმარება გაუწიეს ლაისტს მის მოღვაწეობაში.
ბ) ელექტრონული პრეზენტაცია ილიას შემოქმედების შესახებ - „კარგი რამა ხარ, ჩემო ქვეყანავ“.(ილიას ლექსების ვიდეოკოლაჟი).
ჯგუფი 3:
ა) მოიძიებს ლაისტის ნაშრომებსა და წიგნებს.
ბ) მოამზადებს და წარადგენს ლაისტის ნაწარმოების „საქართველოს გული“-დან ტექსტის პრეზენტაციას, სადაც ლაისტი შესანიშნავად გადმოსცემს ილიას შემოქმედებისა და ცხოვრების გზას.
III დღე-
ვაკონტროლებ პირველი ჯგუფის მუშაობას და ვეხმარები ელექტრონული პრეზენტაციის მომზადებაში.
IV დღე-
ასევე ვაკონტროლებ მეორე ჯგუფის მუშაობას. ვიწვევთ სკოლის კომპეტენტურ პირს, სკოლის დირექტორს, ფილოლოგს, რომელიც უწევს მოსწავლეებს მოკლე  ექსკურსს  ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში.
V დღე -
ვაძლევ სათანადო მითითებებს მწერლის წიგნის „საქართველოს გულის“განხილვის დროს მესამე ჯგუფს.   
VI დღე-
სამივე ჯგუფის წევრები აჯერებენ და აფასებენ მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს.
VII  დღე-
პროექტის  პრეზენტაცია.

საგანთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურა.
უცხ.ს.V.25 მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს რესურსები სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად
.შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·       მოიძიებს ინფორმაციას როგორც ხკოლაში ისე,სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში.
·       იყენებს ისტ-ს პროექტის განსახორციელებლად.

უცხ.ს.V.26.მოსწავლეს შეუძლია დაამუშაოს იმფორმაცია მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·       აღქმა-დამახსოვრების ხელშესაწყობად ქმნის/იშველიებს სხვადასხვა რესურსს,ავლენს ლოგიკურ კავშირებს ინფორმაციის სხვადასხვა ნაწილს შორის.
უცხ.ს.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან შედეგის გაუმჯობესების მიზნით.
შედეგი თვალსაჩნოა,თუ მოსწავლე:
·       მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად.
·       ისმენს სხვების მოსაზრებებს,გამოთქვამს საკუთარს.
·       ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში.
·       აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს.
·       მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.

უცხ.ს.VII. 16. მოსწავლე წარმოადგენს ზეპირ  მოხსენებას(პრეზენტაციას) აქტუალური საკითხის, პრობლემის  გარშემო.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
·       ასახელებს  თემას
·       შესავალ  ნაწილში  წარმოადგენს  პრობლემას
·       გამოკვეთს  პრობლემის გამომწვევ  მიზეზს
·       მოჰყავს  ფაქტები, მაგალითები
·       საუბრისას იყენეს ვიზუალურ  მასალას
·       წარმოადგენს  პრობლემის  გადაჭრის  გზებს
·       საუბრისას  იცავს  აზრობრივ  თანმიმდევრობას
·       მკაფიოდ  და  გასაგებად  აყალიბებს  აზრს
·       გამოაქვს  დასკვნა

პროექტის  ხელმძღვანელი: ნინო  კვაჭანტირაძე

 ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: nkvachantiradze7@gmail.com